საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამშენებლო კომპანია ანაგი წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ ღირსეულად იკავებს ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიციას.

 

„ანაგის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა. კომპანია დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო სამუშაობთან დაკავშირებული მომსახირების სრულ პაკეტს. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.anagi.ge.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში, თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით;

 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე

სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი ანაზღაურებადი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა, პირველადი ინფორმაციის დამუშავება;
  • ფაქტობრივი მენეჯერული მოგება-ზარალის, ფულადი სახსრებისა და ბალანსის შედგენის პროცესში მონაწილეობა, ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავება და უწყისების აწყობა;
  • შემოსავლების, ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების შედარება/ანალიზი ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან;
  • გაყიდვების და წარმოების მაჩვენებლების რეპორტების შედგენაში მონაწილეობა და ანალიზი;
  • კომპანიის შესაბამისი ბაზრის კვლევა და მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია. სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება;
  • საჭიროებისამებრ, სხვა რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნეს ადმინისტრირებაში (კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სტაჟირების ბენეფიტები:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • დასაქმების პერსპექტივა;
  • გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა;

 

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: cv@anagi.ge 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.