საქართველოს ბანკის გადახდების დეპარტამენტში ვეძებთ პროდუქტების წარმომადგენელს
თუ კარგად გამოგდის ადამიანებთან კომუნიკაცია, სიახლეების ათვისება და ფიქრობ პროდუქტების წარდგენას საინტერესოდ შეძლებ, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა
როგორც, პროდუქტების წარმომადგენელი, შენ:
- გააცნობ მომხმარებლებს გადახდის ახალ მეთოდს სახელად - „ნაწილ-ნაწილი“
- მართავ სამუშაო დესკებს
- ითანამშრომლებ მაღაზიების კონსულტანტებთან კონკრეტული ქეისების შემთხვევაში
- გააცნობ ინფორმაციას ახალი მეთოდით გადახდების შესახებ მაღაზიების მასშტაბით
ამისთვის დაგჭირდება:
- იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- გქონდეს გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები
- კარგად იცნობდე ისეთ პროგრამებს, როგოროცაა: Power Point, Excel
- გამოგდიოდეს გუნდური მუშაობა და დროის ეფექტური მართვა
სასურველია
სწავლობდე ეკონომიკის, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით და გქონდეს გამოცდილება ამ კუთხით
პროექტი 4 თვე გაგრძელდება და იმუშავებ სავაჭრო ცენტრში
თვიური დარიცხული ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენს (-22%) + ბონუსი
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ აუცილებლად შევუწყობთ ხელს შენი სრული პოტენციალის რეალიზებას
თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთრეზიუმე/CV და დააჭირე ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 სექტემბერი 2022