საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ბანკის გადახდების დეპარტამენტში ვეძებთ პროდუქტების წარმომადგენელს

 

თუ კარგად გამოგდის ადამიანებთან კომუნიკაცია, სიახლეების ათვისება და ფიქრობ პროდუქტების წარდგენას საინტერესოდ შეძლებ, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა

 

როგორც, პროდუქტების წარმომადგენელი, შენ:

-         გააცნობ მომხმარებლებს გადახდის ახალ მეთოდს სახელად - „ნაწილ-ნაწილი“

-         მართავ სამუშაო დესკებს

-         ითანამშრომლებ მაღაზიების კონსულტანტებთან კონკრეტული ქეისების შემთხვევაში

-         გააცნობ ინფორმაციას ახალი მეთოდით გადახდების შესახებ მაღაზიების მასშტაბით

 

ამისთვის დაგჭირდება:

-         იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული

-         გქონდეს გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები

-         კარგად იცნობდე ისეთ პროგრამებს, როგოროცაა: Power Point, Excel

-         გამოგდიოდეს გუნდური მუშაობა და დროის ეფექტური მართვა

 

სასურველია

    სწავლობდე ეკონომიკის, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით  და გქონდეს გამოცდილება ამ კუთხით

 

პროექტი 4 თვე გაგრძელდება და იმუშავებ სავაჭრო ცენტრში

 

თვიური დარიცხული ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენს (-22%) + ბონუსი

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ აუცილებლად შევუწყობთ ხელს შენი სრული პოტენციალის რეალიზებას

 

თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთრეზიუმე/CV და დააჭირე ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 სექტემბერი 2022