სს „საქართველოს ბანკის“ SOLO Lifestyle სამსახური აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პირადი ასისტენტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
· ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
· მომხმარებლებზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
· სატელეფონო რეჟიმში Lifestyle-თან დაკავშირებულ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება (კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობით):
· მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
· მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, მიღებული ინფორმაციის დაზუსტება/დამუშავება, პრობლემების მოგვარების გზის/ალტერნატივების შეთავაზება;
· გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხებზე
· დასახული პიროვნული და გუნდური ხარისხობრივი და რაოდენობრივი მიზნების მიღწევა.
განათლება: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი / უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება:
უპირატესობა მიენიჭებათ სასტუმროში, ტურისტულ სააგენტოში ან/და პირად ასისტენტად მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ასევე, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; პარტნიორებთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება; დამატებით - მარკეტინგის სფერო.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
· სერვისულობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა
· აკადემიურად წერის უნარი;
· კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
· დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
· სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები.
სამუშაო განრიგი:
(კვირაში 5 სამუშაო დღე):
ორშაბათი -პარასკევი - 10:00 – 19:00
სამშაბათი - შაბათი- 10:00 – 19:00
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24 ოქტომბერი, 2022 .