საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ SOLO Lifestyle სამსახური აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პირადი ასისტენტის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

·  მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;

·  ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;

· მომხმარებლებზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;

·  სატელეფონო რეჟიმში Lifestyle-თან დაკავშირებულ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება (კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობით):

·  მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;

·  მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, მიღებული ინფორმაციის დაზუსტება/დამუშავება, პრობლემების მოგვარების გზის/ალტერნატივების შეთავაზება;

·  გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხებზე

· დასახული პიროვნული და გუნდური ხარისხობრივი და რაოდენობრივი მიზნების მიღწევა.

 

 განათლება: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი / უმაღლესი

 

სამუშაო გამოცდილება:

უპირატესობა მიენიჭებათ სასტუმროში, ტურისტულ სააგენტოში ან/და პირად ასისტენტად მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

ასევე, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; პარტნიორებთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება; დამატებით - მარკეტინგის სფერო.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

·        სერვისულობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

·        საოფისე პროგრამების ცოდნა;

·        ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა

·        აკადემიურად წერის უნარი; 

·        კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

·        დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

·        სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები.

 

სამუშაო განრიგი:

(კვირაში 5 სამუშაო დღე):

ორშაბათი -პარასკევი - 10:00 – 19:00

სამშაბათი - შაბათი- 10:00 – 19:00

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24 ოქტომბერი, 2022 .