შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი https://www.lactalis.fr/en/the-group/overview/ ) საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President", ,,Galbani", ,,Parmalat".
„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დაარსდა 1997 წელს, ხოლო 2016 წლიდან მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის - ,,Lactalis" ჯგუფის წევრი გახდა. 2011 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ აქტიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც მას ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს რძის ჩამბარებელ და გადამამუშავებელ კომპანიად აქცევს.
ჩვენი ვებგვერდი : https://lactalis.com.ge/
ფეისბუქ დასაქმების გვერდი: https://www.facebook.com/lactalisgeorgia.ge
დამწყები ფინანსისტის ვაკანსიის მოთხოვნები და პირობები:
პოზიციის სახელწოდება : დამწყები ფინანსისტი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკ. მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები
სამუშაო განრიგი: 09:30 -17:30 (შაბათ - კვირა დასვენება)
ფუნქცია - მოვალეობები:
თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობა;
ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
ლოჯისტიკა/კომერციის გუნდთან კომუნიკაცია;
ყოველთვიურ რეპორტებისთვის ინფორმაციის დამუშავება;
ყოველდღიური დავალებების შესრულება;
ფინანსური გუნდის მხარდაჭერა.
მოთხოვნები და უნარ - ჩვევები:
სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
ენები: ინგლისური ენა (Full Professional Proficiency) / რუსული (სასაუბრო დონეზე);
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალდამთავრებული ფინანსური მიმართულებით;
კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.