საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/10/2022 - 30/10/2022

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი https://www.lactalis.fr/en/the-group/overview/ ) საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილი  ბრენდებს,  როგორებიცაა:  „SANTE“ ,,President", ,,Galbani", ,,Parmalat".

 

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დაარსდა 1997 წელს, ხოლო 2016 წლიდან მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის - ,,Lactalis" ჯგუფის წევრი გახდა. 2011 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ აქტიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც მას ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს რძის ჩამბარებელ და გადამამუშავებელ კომპანიად აქცევს.

 

ჩვენი ვებგვერდი  : https://lactalis.com.ge/

ფეისბუქ დასაქმების გვერდი:  https://www.facebook.com/lactalisgeorgia.ge

 

დამწყები ფინანსისტის ვაკანსიის მოთხოვნები  და პირობები:

პოზიციის სახელწოდება : დამწყები ფინანსისტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკ. მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები

სამუშაო განრიგი: 09:30 -17:30 (შაბათ - კვირა დასვენება)

 

ფუნქცია - მოვალეობები:

თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობა;

ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;

ლოჯისტიკა/კომერციის გუნდთან კომუნიკაცია;

ყოველთვიურ რეპორტებისთვის ინფორმაციის დამუშავება;

ყოველდღიური დავალებების შესრულება;

ფინანსური გუნდის მხარდაჭერა.

 

მოთხოვნები და უნარ - ჩვევები:

სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;

ენები: ინგლისური ენა (Full Professional Proficiency) / რუსული (სასაუბრო დონეზე);

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალდამთავრებული ფინანსური მიმართულებით;

კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.