ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე საწყისი
შრომის ანაზღაურება - 1250 ლარი
ფუნქციები :
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში (ქაღალდის და/ან ელექტრონული ვერსია) მონაცემების შეგროვება-შეტანა;
- სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენა;
- სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის იდენტურობiს/ადგილმდებარეობiს დადგენა;
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საველე-საკადასტრო სამუშაოების შედეგად შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ხარისხის კონტროლი;
- გეომონაცემთა ბაზებსა და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა;
- დამუშავებული და მომზადებული მასალების მიწოდება უფლებამოსილი პირებისა თუ უწყებებისთვის;
- ვალდებულია უზრუნველყოს მინდობილი მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების დაცვა.
მოთხოვნები:
- აუცილებელია - სრული ზოგადი განათლება;
- სასუველია გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
- საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"; საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ნოემბრის N2169/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესი“.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ამგეგმავი/ამზომველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.