საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ვაკანსია - გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა - 3 თვე საწყისი

შრომის ანაზღაურება - 1250 ლარი

 

ფუნქციები :

  • სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში (ქაღალდის და/ან ელექტრონული ვერსია) მონაცემების შეგროვება-შეტანა;
  • სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენა;
  • სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის იდენტურობiს/ადგილმდებარეობiს დადგენა;
  • სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საველე-საკადასტრო სამუშაოების შედეგად შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ხარისხის კონტროლი;
  • გეომონაცემთა ბაზებსა და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა;
  • დამუშავებული და მომზადებული მასალების მიწოდება უფლებამოსილი პირებისა თუ უწყებებისთვის;
  • ვალდებულია უზრუნველყოს მინდობილი მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების დაცვა.

 

მოთხოვნები:

  • აუცილებელია - სრული ზოგადი განათლება;
  • სასუველია გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • დამოუკიდებლად მუშაობა.

 

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
  • საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ";  საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ”;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ნოემბრის N2169/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესი“.

 

კონკურსის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ამგეგმავი/ამზომველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.