Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა “Hotel Hub” ეძებს გუნდის ახალ წევრებს ქონთენთის  მოდერატორის პოზიციაზე.

 

პოზიციის ძირითადი მოვალეობა გულისხმობს რეზერვაციებთან დაკავშირებული ტექნიკური პროცესების მართვას.

 

მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:

  • სასურველია, მცირე სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება/პრაქტიკები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან ისეთი ტიპის პოზიციაზე, რომელსაც დეტალებზე ორიენტაცია განსაკუთრებულად სჭირდება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;

 

შერჩევის ეტაპები:

  • ტესტირება (ზოგადი უნარები) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
  • ორ დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ფიზიკურ გარემოში ამ კონკრეტული მიმართულებით;
  • შემაჯამებელი შეხვედრა;
  • სამსახურის შეთავაზება;

 

პირობები:

  • განვიხილავთ როგორც სრულ, ისევე ნახევარ განაკვეთს; სტუდენტების, ან ისეთი აპლიკანტების შემთხვევაში, რომლებსაც მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე (კვირაში 5 დღე, თუმცა 3-4 საათით, ან კვირაში განსაზღვრულად 2-3 სრული დღე) შეუძლიათ მუშაობა, განვიხილავთ განსხვავებულ მიდგომასაც;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • შვებულების 28 დღე;
  • გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;

 

რეზიუმე შეგიძლიათ გაგვიზიაროთ აქ: vacancy@hotelhub.ge  

 

არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობარს ამ შესაძლებლობის შესახებ.

 

წარმატებას გისურვებთ!