საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
15/01/2023 - 31/01/2023
სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა “Hotel Hub” ეძებს გუნდის ახალ წევრებს ქონთენთის მოდერატორის პოზიციაზე.
პოზიციის ძირითადი მოვალეობა გულისხმობს რეზერვაციებთან დაკავშირებული ტექნიკური პროცესების მართვას.
მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:
- სასურველია, მცირე სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება/პრაქტიკები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან ისეთი ტიპის პოზიციაზე, რომელსაც დეტალებზე ორიენტაცია განსაკუთრებულად სჭირდება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- მოწესრიგებული და ორგანიზებული;
შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება (ზოგადი უნარები) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
- ორ დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ფიზიკურ გარემოში ამ კონკრეტული მიმართულებით;
- შემაჯამებელი შეხვედრა;
- სამსახურის შეთავაზება;
პირობები:
- განვიხილავთ როგორც სრულ, ისევე ნახევარ განაკვეთს; სტუდენტების, ან ისეთი აპლიკანტების შემთხვევაში, რომლებსაც მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე (კვირაში 5 დღე, თუმცა 3-4 საათით, ან კვირაში განსაზღვრულად 2-3 სრული დღე) შეუძლიათ მუშაობა, განვიხილავთ განსხვავებულ მიდგომასაც;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- შვებულების 28 დღე;
- გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;
რეზიუმე შეგიძლიათ გაგვიზიაროთ აქ: vacancy@hotelhub.ge
არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობარს ამ შესაძლებლობის შესახებ.
წარმატებას გისურვებთ!