Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
14/11/2023 - 24/11/2023
კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების აუდიტის ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიცია ექვემდებარება აუდიტის სამსახურს.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ავერსი–ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ განხორციელებული შესყიდვების კონტროლი და რეკომენდაციების მომზადება;
- შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვების სამსახურებთან კოორდინაცია, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი.
- სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა მოთხოვნის დოკუმენტთან. შესყიდული საქონლის/მომსახურების სატენდერო და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლის შერჩევითი მონიტორინგი.
- ანგარიშების მომზადება (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, წლიური)
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- სასურველია მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე.
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე : Tatiana.tateishvili@aversi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას !