საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების აუდიტის ასისტენტის პოზიციაზე.

 

პოზიცია ექვემდებარება აუდიტის სამსახურს.

 

 ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ავერსი–ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ განხორციელებული შესყიდვების კონტროლი და რეკომენდაციების მომზადება;
  • შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვების სამსახურებთან კოორდინაცია, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი.
  • სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა მოთხოვნის დოკუმენტთან. შესყიდული საქონლის/მომსახურების სატენდერო და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლის შერჩევითი მონიტორინგი.
  • ანგარიშების მომზადება (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, წლიური)

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით,  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე : Tatiana.tateishvili@aversi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი.

 

გისურვებთ წარმატებას !