სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამართალწარმოების განყოფილებაში (იურიდიული დეპარტამენტი).
მდებარეობა: თბილისი; ა.ყაზბეგის გამზირი 12ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
· გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
· პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს
სტაჟირების მანძილზე, სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება გამოცდილება მიიღოს შემდეგი მიმართულებებით:
· დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი
· საპროცესო დოკუმენტების, მათ შორის, განცხადებების, სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების მომზადება
· ხელშეკრულებების მომზადება ან/და რევიზია
· სამართლებრივი დასკვნების მომზადება, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
· სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია
· საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და სასამართლოში
· ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
იურიდიული მიმართულებით
· საბანკო/საფინანსო სფეროში მიღებული მცირედი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
· Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
· დეტალებზე ორიენტირებულობა
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი/ვერბალური)
· დროის ეფექტურად მართვის უნარი
· დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
>> სარეგისტრაციო ბმული <<