საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამართალწარმოების განყოფილებაში (იურიდიული დეპარტამენტი).

 

 

მდებარეობა: თბილისი; ა.ყაზბეგის გამზირი 12ა

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

 

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:

·       გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას

·       პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს

 

 

სტაჟირების მანძილზე, სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება გამოცდილება მიიღოს შემდეგი მიმართულებებით:

·       დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი

·       საპროცესო დოკუმენტების, მათ შორის, განცხადებების, სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების მომზადება

·       ხელშეკრულებების მომზადება ან/და რევიზია

·       სამართლებრივი დასკვნების მომზადება, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი

·       სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია

·       საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და სასამართლოში

·       ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

იურიდიული მიმართულებით

·       საბანკო/საფინანსო სფეროში მიღებული მცირედი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

·       სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

·       Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე

 

 

დამატებითი უნარ-ჩვევები:

·       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

·       დეტალებზე ორიენტირებულობა

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი/ვერბალური)

·       დროის ეფექტურად მართვის უნარი

·       დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<