Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუ ხარ დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით IT სფეროში
 ვისაც ერთჯერ მაინც დაგიშლიათ და აგიწყვიათ კომპიუტერი და პროცესი მოგწონებიათ
 თუ ერთჯერ მაინც გადაგიყენებიათ windows-ი, მონაცემები დაგიარქივებიათ და
შედეგით კმაყოფილები ყოფილხართ
 თუ კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირება და ტექნიკური მხარდაჭერის
უზრუნველყოფა შეგიძლიათ
 თუ კომპიუტერული ტექნიკის პრინტერთან და სკანერთან დაკავშირება თქვენთვის
ნაცნობია
 თუ ფიქრობთ რომ WIFI მოწყობილობების დაყენებაც შეგიძლიათ ან დაინტერესებული
ხართ სწავლით,
 და თუ ფიქრობ, რომ სიახლეებისთვის, პრაქტიკისთვის, გამოცდილებისთვის და
გამოწვევებისთვის მზად ხარ.
მაშინ ეს სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა!
ვინ ვართ და ვის ვეძებთ?
 ჩვენ ვართ კომპანია „ტელნეტი“, რომელიც აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს
მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT მხარდაჭერას
კვალიფიციური გუნდის დახმარებით.
 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: https://telnet.ge/
ჩვენ ვეძებთ სტაჟიორებს, IT მხარდაჟერის ინჟინერის პოზიციაზე
 აიტი მხარდაჭერის ინჟინერები, სტაჟირების პერიოდში აითვისებენ ყველა იმ
კომპეტენციას, რაც საჭიროა აიტი მხარდაჭერის ინჟინერის პოზიციაზე
დასაქმებისთვის.
პირობები:
1. სტაჟირების პროგრამა გრძელდება 3 თვის განმავლობაში.
2. ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში არის 200 ლარის ოდენობით.
3. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა #4 (მიონის ბიზნეს ცენტრის შენობა)
4. გამოცდილება: არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება ან/და სხვა კომპანიაში
სტაჟირების გამოცდილება. ვეძებთ სტუდენტებს, რომელსაც ექნებათ ტექნიკური
უნარები და საქმის მარტივად ათვისების უნარი.
5. სტაჟირებაზე განიხილებიან როგორც მესამე, ასევე დამამთავრებელი კურსის
სტუდენტები.
დაინტერესების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით მივიღებ cv-ებს
მეილზე tako.jgushia@gmail.com

ჩვენ გელით,
გისურვებთ წარმატებას