თუ ხარ დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით IT სფეროში
ვისაც ერთჯერ მაინც დაგიშლიათ და აგიწყვიათ კომპიუტერი და პროცესი მოგწონებიათ
თუ ერთჯერ მაინც გადაგიყენებიათ windows-ი, მონაცემები დაგიარქივებიათ და
შედეგით კმაყოფილები ყოფილხართ
თუ კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირება და ტექნიკური მხარდაჭერის
უზრუნველყოფა შეგიძლიათ
თუ კომპიუტერული ტექნიკის პრინტერთან და სკანერთან დაკავშირება თქვენთვის
ნაცნობია
თუ ფიქრობთ რომ WIFI მოწყობილობების დაყენებაც შეგიძლიათ ან დაინტერესებული
ხართ სწავლით,
და თუ ფიქრობ, რომ სიახლეებისთვის, პრაქტიკისთვის, გამოცდილებისთვის და
გამოწვევებისთვის მზად ხარ.
მაშინ ეს სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა!
ვინ ვართ და ვის ვეძებთ?
ჩვენ ვართ კომპანია „ტელნეტი“, რომელიც აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს
მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT მხარდაჭერას
კვალიფიციური გუნდის დახმარებით.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: https://telnet.ge/
ჩვენ ვეძებთ სტაჟიორებს, IT მხარდაჟერის ინჟინერის პოზიციაზე
აიტი მხარდაჭერის ინჟინერები, სტაჟირების პერიოდში აითვისებენ ყველა იმ
კომპეტენციას, რაც საჭიროა აიტი მხარდაჭერის ინჟინერის პოზიციაზე
დასაქმებისთვის.
პირობები:
1. სტაჟირების პროგრამა გრძელდება 3 თვის განმავლობაში.
2. ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში არის 200 ლარის ოდენობით.
3. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა #4 (მიონის ბიზნეს ცენტრის შენობა)
4. გამოცდილება: არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება ან/და სხვა კომპანიაში
სტაჟირების გამოცდილება. ვეძებთ სტუდენტებს, რომელსაც ექნებათ ტექნიკური
უნარები და საქმის მარტივად ათვისების უნარი.
5. სტაჟირებაზე განიხილებიან როგორც მესამე, ასევე დამამთავრებელი კურსის
სტუდენტები.
დაინტერესების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით მივიღებ cv-ებს
მეილზე tako.jgushia@gmail.com
ჩვენ გელით,
გისურვებთ წარმატებას