ტრენინგკურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ხელმძღვანელები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტის დეკანები და/ან სკოლის ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, სხვა დაინტერესებული პირები.
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისა და შეფასების მექანიზმი და შესძინოთ მათ პროგრამის წარმართვისა და მუდმივი გაუმჯობესებისთვის საჭირო უნარები.
სწავლის შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ:
ჩამოაყალიბონ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები;
შეადგინონ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების გეგმა;
შეაფასონ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები;
გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პროგრამა შეფასების შედეგების გამოყენებით.
ტრენინგკურსს უძღვება:
მაია გელაშვილი
კურსის მოცულობა: 8 სთ.
კურსის ღირებულება: 100 ლარი