საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-06
თარიღი სთ
მისამართი
1 ოქტომბერს, 9:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეული“ გაიხსნება.

ATLAS დეტექტორის ტაილ კალორიმეტრის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ცერნის ATLAS-ის ექსპერიმენტში მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნებიდან (ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, რუსეთი, შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბრაზილია, იტალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჩეხეთი და სხვა). ტაილ კალორიმეტრის პროექტი აერთიანებს 25 ინსტიტუტს და უნივერსიტეტს მთელი მსოფლიოდან. ჩვეულებრივ ტაილ კალორიმეტრის კვირეული ტარდება წელიწადში 3-ჯერ. ორ წელიწადში ერთხელ მხოლოდ იგი ტარდება არა ცერნში, არამედ მის გარეთ. ATLAS ექსპერიმენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 2018 წლის ოქტომბერში იგი თბილისში ჩატარდება.

კონფერენცია შეაჯამებს დეტექტორის მთავარი ამოცანების სტატუსს, როგორებიცაა: კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა მომზადება და ვარგისიანობა, მომსახურეობა, ფუნქციონირება და განახლება.

ქართველი ფიზიკოსები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან (თსუ მეფი) და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტიდან მონაწილეობენ ATLAS ექსპერიმენტში 1994 წლიდან, ექსპერიმენტის მომზადების ადრეულ ეტაპებიდან და არიან ATLAS კოლაბორაციის სრულუფლებიანი  წევრები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.


მსგავსი ღონისძიებები