საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-12-11
თარიღი სთ
მისამართი თბილისი, გოთუა 3

22 სექტემბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი-ს თანაორგანიზატორობით „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია „მიკრობები და მათი ვირუსები: ეკოლოგია, მრავალფეროვნება, გამოყენება“ გაიხსნა. კონფერენციას, რომელიც 27 სექტემბრამდე გაგრძელდა, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან (აშშ, ავსტრალია, ბულარეთი, ბელგია, გერმანია, თურქეთი, ირანი, ისრაელი, იტალია, ნორვეგია, საქართველო, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, ჩინეთი), სულ 100-ზე მეტი მონაწილე.
გახსნის დღეს შედგა საჯარო ლექცია: „მიკრობული კულტურა როგორც ადამიანის კულტურის ნაწილი“ (ჰარალდ ბრუსოვი, ბელგია).
კონფერენციის ორგანიზატორები და სპონსორები იყვნენ:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია, ბერგენის უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მსგავსი ღონისძიებები