საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ნოდარ ჯანაშიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი I საერთაშორისო სიმპოზიუმი

პროფესორ ნოდარ ჯანაშიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი

I საერთაშორისო სიმპოზიუმი

ქართული თურქოლოგია

წარსული, აწმყო, მომავალი

https://turkology.tsu.ge/ka

14-15 ნოემბერი 2025

 

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი:


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, I , თბილისი, საქართველო.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებს, ისე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

სამეცნიერო მიმართულებები:

o ფილოლოგია
o სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია
o ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია
o კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა 
o ეთნოლოგია, ანთროპოლოგია 
o საერთაშორისო ურთიერთობები,  გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა 

 

ძირითადი მოთხოვნები:

o სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, თურქული, ინგლისური;
o ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს ორი მოხსენებისა;
o მოხსენება უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
o თეზისები, მოცულობით – 300-400 სიტყვა, წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ/თურქულ და ინგლისურ ენებზე;

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 14-15 ნოემბერი, 2025
 თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 6 ოქტომბერი, 2025
 განაცხადზე პასუხი - 9 ოქტომბერი,2025;
 სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 17ოქტომბერი 2025;
 პროგრამის გამოცხადება -24 ოქტომბერი, 2025.

 

კონფერენციის რეგისტრაციის საფასური ადგილობრივი მონაწილეებისათის:

ერთი ავტორისთვის – 80 ლარი.
თანაავტორისთვის - 120 ლარი.
დოქტორანტებისათვის -50 ლარი. 

 

კონფერენციის რეგისტრაციის საფასური უცხოელი მონაწილეებისათის:

ერთი ავტორისთვის – 80 $
თანაავტორისთვის - 120 $
დოქტორანტებისათვის - 50 $


საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

  • მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
  • მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი – TRESGE22;
  • მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: ანგ.#708967499

 

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

 

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (14-15 ნოემბერი, 2025);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება  (14-15 ნოემბერი, 2025);
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის მასალები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება;

 
სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ  ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.
 
გადარიცხვისას მიუთითეთ:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი

სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრა.
მისამართი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის V კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #36, ოთახი N 104, თბილისი, საქართველო.


დამატებითი ინფორმაცია:

 მოხსენებათა თეზისები განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე;
 რჩეული მოხსენებების სრული ტექსტი ორმაგი ანონიმური
რეცენზირების შემდეგ დაიბეჭდება კონფერენციის ელექტრონულ
კრებულში.
 თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი უნდა მომზადდეს APA
სტილის დაცვით.

სიპოზიუმის ვებგვერდი: https://turkology.tsu.ge/ka

 

იხ. სტატიის შედგენისა და გაფორმების წესი

 

სიმპოზიუმთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვმართეთ  ელ-ფოსტაზე:
info.turkology@tsu.ge

პატივისცემით,
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი

თარიღი: 17/08/2025