საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტში (გერმანია) და ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ჩეხეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: 

 

აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია):

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის):  მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა

მობილობის პერიოდი: 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ჩეხეთი):

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის): ბიოლოგია

მობილობის პერიოდი: 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.