საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებულია მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ა) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს:
პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამა (ბიო-მრავალფეროვნების მოდული), ფილოლოგიის სადოქტრო პროგრამა (სლავური ფოლოლოგია), ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება) ფილოლოგიის სადოქტრო პროგრამა (კლასიკური ფილოლოგია,ბიზანტინისტიკა), ისტორიის სადოქტორო პროგრამა (კავკასიოლოგია),რუსეთისმცოდნეობა;

ბ) სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალს, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში ისეთ მიმართულებებში, როგორიაა პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, ბიო-მრავალფეროვნება/ბოტანიკა, სლავური ფილოლოგია, იბერიულ-კავკასიურიენათმეცნიერება, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა, კავკასიოლოგია, რუსეთისმცოდნეობა

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.