საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ვარშავის უნივერსიტეტში (პოლონეთი) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტურის საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს*.

 

ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი) თსუ-ს დოქტორანტურის სტუდენტებს 2023/2024 აკადემიური წლისთვის სთავაზობს 2-დან 5 თვემდე კვლევით სტიპენდიას პროგრამის ფარგლებში: „ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების კვლევით გუნდებში ჩართვა - კვლევითი ვიზიტები უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის’’, (‘’Inclusion of talented young scientists in research teams – research visits for students and doctoral candidates from foreign universities’’).

 

კვლევითი ვიზიტის განმავლობაში, შერჩეულ დოქტორანტები მიიღებენ  სტიპენდიას დღეში 70 PLN-ის ოდენობით (თვეში 2100 PLN-მდე). გარდა ამისა, შესაძლებელია პროგრამის ფარგლებში მოგზაურობის ხარჯების დაფარვის მოთხოვნა ევროკავშირის მანძილის კალკულატორის გათვალისწინებით.

 

ონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე exchange@tsu.ge