საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ბილატერალური გაცვლითი პროგრამები და სხვ., მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

 

ტესტირებაზე დაიშვებიან სტუდენეტები, ვისთვისაც 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი არის:

  • ბაკალავრიატის საფეხურის შემთხვევაში, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 სემესტრი,
  • მაგისტრატურის საფეხურის შემთხვევაში, პირველი ან მე-2 სემესტრი,
  • დოქტორანტურის საფეხურის შემთხვევაში, განურჩევლად სემესტრისა

 

ტესტირებაზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 1 ივლისიდან 3 ოქტომბრის 15 საათის (თბილისის დროით) ჩათვლით.   

 

ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული და თურქული.

 

ტესტირება გაიმართება 2023 წლის 5 ოქტომბერს 10:00 საათზე (თბილისის დროით) საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11, თბილისი).  ტესტრირების ხანგრძლივობაა 3 საათი.

 

 

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო მობილობის და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ აქ.