საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტეხასის უნივერსიტეტთან (UT Dallas, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების ახალგაზრდა პროფესორებისა (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2018 წლის 1 იანვრისა) და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.  

 

კონკურსი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:

 

  • ბიოლოგია
  • ბიზნესი/მენეჯმენტი
  • გეოგრაფია
  • გეოლოგია/წყლის მეცნიერება
  • ეკონომიკა
  • ელექტრონული ინჟინერია
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია

 

 

განაცხადის გაკეთებისას (და კონკურსში წარმატების შემთხვევაში, პროგრამის დასრულებამდე),

ა) დოქტორანტურის საფეხურის აპლიკანტის შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და მისი GPA  არ უნდა იყოს 2,5-ზე დაბალი,

ბ) ახალგაზრდა პროფესორის შემთხვევაში, იგი დასაქმებული უნდა იყოს საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის ძირითად საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს სწავლება ან/და კვლევა.

 

სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი. ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2024 წლის მარტის პირველ კვირას თბილისში. ინტერვიუ ჩატარდება ინდივიდუალურად, დასწრებულ ფორმატში. ინტერვიუში ვირტუალური/ონლაინ მონაწილეობა არ არის შესაძლებელი.  

 

შერჩეული აპლიკანტები დალასში (აშშ) გაემგზავრებიან 2024 წლის ივნისში და დარჩებიან 8 კვირის განმავლობაში.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის, სააპლიკაციო ეტაპზე, ტეხასის უნივერსიტეტიდან წინასწარი მიღების წერილის ქონა არ არის საჭირო.

 

აღნიშნული 8-კვირიანი პროგრამა მოიცავს მგზავრობას თბილისიდან დალასში (ტეხასის შტატი, აშშ), რომელიც დაიწყება ორკვირიანი ინტენსიური სწავლებით ინგლისურ ენაში, გაგრძელდება აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებით, დისერტაციის მომზადებით, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებით და სხვ.

გამგზავრებამდე ორი თვით ადრე, გამარჯვებული კანდიდატები სავალდებულოდ უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს.

პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შერჩეული მონაწილეებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება, აკომოდაციით და კვებით უზრუნველყოფა, დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათის დაფინანსება და პერ-დიემის გამოყოფა.

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 

 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის:

  1. სააპლიკაციო ფორმა;
  2. CV
  3. სამეცნიერო ხელმძღვანელის მხარდაჭერის წერილი;
  4. კვლევის მოკლე მონახაზი;
  5. ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
  6. ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი; (TOEFL iBT 90; IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა), CAMBRIDGE (FCE) ან CERTUS (B2), ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე, დასწრებულ ფორმატში, ინგლისურ ენაზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი ახალგაზრდა პროფესორებისთვის:

  1. სააპლიკაციო ფორმა;
  2. CV
  3. თქვენი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერის წერილი;
  4. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ერთი სამეცნიერო სტატია;
  5. ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი; (TOEFL iBT 90; IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა), CAMBRIDGE (FCE) ან CERTUS (B2), ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე, დასწრებულ ფორმატში, ინგლისურ ენაზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

!!! დოქტორანტურის საფეხურის აპლიკანტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებიც არ ფლობენ ინგლისური ენის დამადასტურებელ ცნობას, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციური ტესტირების ოქტომბრის სესიაზე. ის აპლიკანტები, რომლებიც აღნიშნულ ტესტირებაზე გადალახავენ B2 დონის დამადასტურებელ მინიმალურ ზღვარს, შეძლებენ გააგრძლონ კონკურსში მონაწილეობა. ტესტირებაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით, მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზე

 

!!! კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და აპლიკანტების მხრიდან შესაძლო კითხვებზე პასუხის გასაცემად, ტეხასის უნივერსიტეტი გამართავს ვირტუალურ საინფორმაციო სესიებს 1 ნოემბერს და 5 დეკემბერს. ვირტუალურ საინფორმაციო სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: international@tsu.ge ან UT Dallas representative Beth Keithly