საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალვრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექსვსე სემესტრის სტუდენტენტებისთვის ბურგოსის უნივერსიტეტში (ესპანეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: ბიზნესის ადმინისტრირება

მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას;
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
  4. დამატებით 250 ევრო თვეში, სპეციალური საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის, რომლებიც შეძლებენ 33%-ზე ან მეტი ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.