- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი მიმართულების აკადემიურ პერსონალს: სოციალური მუშაობა
მობილობის პერიოდი: 2025 წლის მაისი ( 19-23 მაისს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა)
ნომინანტთა შესარჩევი პროცესი:
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
- წინასწარი მიღების წერილი, გაცემული მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- CV ინგლისურ ენაზე;
- შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე (დანართი 1)
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული რელევანტური მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge მიმდინარე წლის 10 აპრილის 14:59 საათამდე
კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება ჩატარდება ცოცხალ რეჟიმში მ/წ 11 აპრილს.
გასაუბრების დრო და ადგილი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პირად ელ-ფოსტაზე;
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge