- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წმომდგელებისათვის პორტოს უნივერსიტეტში, მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ტრაზ-უჟ-მონტიშისა და ალტუ-დორუს უნივერისტეტში (პორტუგალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული MIND კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
პორტოს უნივერსიტეტი MIND საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმის სამ პარტნიორთან, ტრაზ-უჟ-მონტიშისა და ალტუ-დორუს უნივერსიტეტთან, ავეიროს უნივერსიტეტთან და ევორას უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს აპლიკაციის მიღებას გაცვლით პროგრამაზე.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფებიან: ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე, მაგისტრატურის პირველ მეორე და მესამე, დოქტორანტურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრში;
- თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.
მობილობის პერიოდი:
- სტუდენტებისათვის: 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის: 2025/2026 აკადემიური წლის განმავლობაში
განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 30 მაისის ჩათვლით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://mindicm24.up.pt/
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი ან პორტუგალიურენოვანი): https://mindicm24.up.pt/courses
საბუთების მიღების პროცედურებზე და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში:
- განაცხადის გაკეთების სახელმძღვანელო
- ხშირად დასმული კითხვები
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge