საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია) გინეკოლოგიის და რადიოლოგიის მიმართულებით მოკლევადიანი კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით დაფინანსების მოსაპოვებლად


 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლისთვისაც 2024/2025 აკადემიური წელი არ არის დამამთავრებელი და რომელთა აკადემიური მოსწრების (GPA) მინიმალური მაჩვენებელი წარმოადგენს 3.0.

  • გინეკოლოგიის მიმართულებით პრაქტიკის გავლის სურვილის შემთხვევაში: რომლებსაც გავლილი აქვთ საგანი „რეპროდუქტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგიის ბლოკი" (11 კრედიტი).
  • რადიოლოგიის მიმართულებით პრაქტიკის გავლის სურვილის შემთხვევაში: რომლებსაც წარმატებით დახურული აქვთ მე-4 კურსი

 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 კვირა (2025 წლის ივლისი/აგვისტო)

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სტიპენდიას (30 სრული დღის შემთხვევაში, არაუმეტეს 2,002 ევროსი);
  2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას (არაუმეტეს 395 ევროსი)

 

!!გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევისა და (საჭიროების შემთხვევაში) სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!


 

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ