საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე თსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ენების გარდა), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა, სამართლის მეცნიერების და გერმანული ფილოლოგიის სამეცნიერო ხარისხის (PhD ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ის პერსონალს, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:  1 (ერთი) კალენდარული თვე;

მობილობის პერიოდი: მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

სტიპენდიის სრული მოცულობა:  2,000 ევრო. 

 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.