- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- კონტაქტი
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი
თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის
2026/2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის
თსუ-ს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების შემდეგი საფეხურების სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა
- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობის ეტაპზე დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 კრედიტისა.
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს;
- დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრების სტუდენტებს.
* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას, აღნიშნულის თაობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან კონკურსზე. ცნობა უნდა წარადგინოთ არაუგვიანეს 20 ნოემბრის 13:59 საათისა შემდეგ ელ ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!
მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ *
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ
!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!
* ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს. ამის გამო, კონკურსზე რეგისტრაციისას შესაბამის სარჩევში შესაძლოა აღარ იძებნებოდეს თქვენთვის სასურველი რომელიმე ან არცერთი უნივერსიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკონკურსო განცხადებაშია ასახული.
- ვინაიდან ეს არ არის აუცილებლად შესავსები ველი, აღნიშნული გარემოება თქვენ არ შეგიშლით ხელს სასურველ უნივერსიტეტზე განაცხადის გადმოგზავნაში. დოკუმენტაციის გადამოწმების ეტაპზე, თქვენი განაცხადი განიხილება იმ უნივერსიტეტებზე, რომელზეც თქვენ გექნებათ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ატვირთული (შევსებული მობილობის ხელშეკრულება, მოტივაციის წერილი, დოქტორანტებისათვის, დამატებითად: საკვლევი გეგმის მონახაზი, წინასწარი მიღების წერილი და ა.შ)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge