საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

თსუ-ს მიერ კოორდინირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ:

 

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ბილატერალური გაცვლითი პროგრამები და სხვ., მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

ტესტირებაზე დაიშვებიან სტუდენტები, ვისთვისაც 2023/24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი არის:

 

  • ბაკალავრიატის საფეხურის შემთხვევაში, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 სემესტრი,
  • მაგისტრატურის საფეხურის შემთხვევაში, პირველი ან მე-2 სემესტრი,
  • დოქტორანტურის საფეხურის შემთხვევაში, განურჩევლად სემესტრისა


 
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2023 წლის 18 დეკემბრიდან 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით.   

 

ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, და თურქული.

 

ტესტირება გაიმართება 2024 წლის 6 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11, თბილისი).

თარიღი: 01/11/2023