საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023-2024 სასწავლო წლისათვის თსუ-ს მიერ კოორდინირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ბილატერალური გაცვლითი პროგრამები და სხვ., მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე. ტესტირებაზე დაიშვებიან სტუდენეტები, ვისთვისაც 2023/24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი არის:

 

  • ბაკალავრიატის საფეხურის შემთხვევაში, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 სემესტრი,
  • მაგისტრატურის საფეხურის შემთხვევაში, პირველი ან მე-2 სემესტრი,
  • დოქტორანტურის საფეხურის შემთხვევაში, განურჩევლად სემესტრისა


 
უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2023 წლის 1 ივლისიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.   

 

ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, და თურქული.

 

უცხოურ ენებში ტესტირება გაიმართება 2023 წლის 5 ოქტომბერს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

თარიღი: 06/06/2023