საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

გამოცხადდა კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს;
  • თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
  • თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

 

მობილობის პერიოდი: 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 4 აპრილი (14 საათი)

 

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო საფეხურების, ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 

!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge.   

თარიღი: 23/03/2023