საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვარშავის ევროპის კოლეჯის სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია სპეციალურად თსუ სტუდენტებისათვის

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, 11:00 საათზე ვარშავის ევროპის კოლეჯის (პოლონეთი) წარმომადგენლები მოაწყობენ მათი კოლეჯის სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაციას სპეციალურად თსუ-ს სტუდენტებისათვის!

 

მისამართი: თსუ-ს I კორპუსი,  პირველი სართული, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (ოთახი 115)

 

ღონისძიების სამუშაო ენა: ინგლისური

 

ევროპის კოლეჯი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი უმაღლესი სასწავლებელია ევროპაში, რომელსაც დღიდან მისი დაარსებისა, მიზნად აქვს დასახული, საერთო ევროპული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულებების მატარებელი ახალი ევროპული თაობების აღზრდა. თავდაპირველად იგი 1949 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში დაარსდა. 1992 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესისთვის მოსამზადებლად, უნივერსიტეტის ფილიალი ვარშავაშიც გაიხსნა. ევროპის კოლეჯში 50 ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, რომელთა დიდი ნაწილი ევროკავშირის ინსტიტუტების მოხელეები, პოლიტიკოსები და ლიდერები ხდებიან.

 

თარიღი: 30/10/2023