საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვებინარი - „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“.

დოქტ. იზაბელა პეტრიაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 2012 წლის ფულბრაიტის პროგრამის მონაწილემ, ჩიკაგოში, აშშ, წმ. ავგუსტინეს კოლეჯში ვიზიტისას 2022წ. 10 აგვისტოს ჩაატარა ერთ-საათიანი ონლაინ ვებინარი თემაზე: „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“.

 

ვებინარი ორგანიზებული იყო წმ. ავგუსტინეს კოლეჯის მიერ „ფულბრაიტის ასოციაციის“ და „მსოფლიო ჩიკაგოს“ თანასპონსორობით ფულბრაიტის მკვლევრების სპიკერების სერიის ფარგლებში, რომელიც ეძღვნებოდა ფულბრაიტის პროგრამების 75 წლის აღნიშვნას.

 

პროფ. პეტრიაშვილმა, როგორც ერასმუს+ პროექტის DITECH: „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ეროვნულმა კოორდინატორმა, წმ. ავგუსტინეს კოლეჯის აკადემიურ პერსონალსა და ფართო აუდიტორიას სხვადასხვა ქვეყნიდან წარუდგინა პროექტის მიღწევები და შედეგები. ვებინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოყვა დისკუსია კითხვა-პასუხის სესიის დროს.

თარიღი: 22/08/2022