საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს მენტორ სტუდენტთა პროგრამა

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი გეგმავს  მოხალისე (არა-ანაზღაურებად) მენტორ სტუდენტთა პროგარმის გაგრძელებას 2021-22 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სადაც  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს თსუ-ს გაცვლითი პროგრამებით და მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება. 

 

მენტორ სტუდენტთა პროგრამა მიზნად ისახავს:  

  • უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის დახმარების გაწევას აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებაში ინტეგრაციის გამარტივების მიზნით;
  • ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის დამეგობრების ხელშეწყობას. 

მენტორი სტუდენტის საათობრივი დატვირთვა მერყეობს 4-დან 8 საათამდე კვირაში და პროგრამა გრძელდება 2022 წლის 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო მეილზე incomingmobility@tsu.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 თებერვლისა.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა ცნობა. 

თარიღი: 14/02/2022