საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამები

თურქეთის რესპუბლიკა ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილ TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამებს აცხადებს.

 

გამოცხადებულია ორი კონკურსი: 1. საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის; 2. საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

 

აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.

 

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვიდან 36 თვემდე. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მ.წ 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით

 

ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.

თარიღი: 07/03/2024