ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი კატარის უნივერსიტეტი, ტრადიციულად, აცხადებს ელექტრონული განაცხადების მიღებას კატარის უნივერსიტეტის ენების ცენტრში არაბული ენის პროგრამაზე 2025-2026 სასწავლო წელს სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის.
არაბული ენის შესაბამისი ცოდნის დონის მქონე სტუდენტებს ელექტრონული განაცხადის გაკეთება შეუძლიათ კატარის უნივერსიტეტის ელექტრონულ პლატფორმაზე (Online Application ბმულით);
წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი პროგრამის პირობებში მითითებულია (Required Documents).
კატარის უნივერსიტეტში სწავლის მსურველს მოეთხოვება რეკომენდაცია არაბული ენის ლექტორისაგან.
აპლიკაციების ელექტრონულად მიღება დაწყებულია და გასტანს 20 თებერვლამდე.
ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა ფასიანია (დაახლოებით 40 ლარი).
ტრადიციულად, კატარის მხარის მიერ შერჩეული ქართველი სტუდენტები მიიღებენ კატარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სტიპენდიებს, რაც სრულად ფარავს მგზავრობის, სწავლისა და კატარში ცხოვრების ხარჯებს.