საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის თსუ-სა და ტეხასის უნივერისტეტის (UT Dallas) ერთობლივი პროექტის ფარგლებში

ცხადდება კონკურსი საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების ახალგაზრდა პროფესორებისთვის (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არაუადრეს 2018 წლის 1 იანვრისა) და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.  

 

სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი. ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2023 წლის თებერვალში. შერჩეული აპლიკანტები დალასში გაემგზავრებიან 2023 წლის ივნისში.

 

აღნიშნული ოთხკვირიანი პროგრამა მოიცავს მგზავრობას თბილისიდან დალასში (ტეხასის შტატი, აშშ), რომელიც დაიწყება ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგით ინგლისურ ენაში, გაგრძელდება აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებით, დისერტაციის მომზადებით, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებით და სხვ. გამგზავრებამდე ორი თვით ადრე, გამარჯვებული კანდიდატები სავალდებულოდ უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს. პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შერჩეული მონაწილეებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება, აკომოდაციით და კვებით უზრუნველყოფა, დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათის დაფინანსება და პერ-დიემის გამოყოფა.

 

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალები იხილეთ აქ

 

 

თარიღი: 30/09/2022