საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ომანის სასულთნოს სტიპენდიები 2021-2022 სასწავლო წლისთვის

ომანის სასულთნო აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, ომანის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სასულთნოს მთავრობის მიერ გამოყოფილ სტიპენდიებზე ქართველი სტუდენტებისათვის.

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილია 1 ადგილი საინჟინრო ფაკულტეტზე; ასევე, ტექნოლოგიურ და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის შექმნილია 4 საკონკურსო ადგილი ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით. კონკურსანტი სტუდენტების შეჯიბრება შესაძლებელია მეორე ტურში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ პროგრამების ნახვა გაერთიანებული მიმღები ცენტრის ვებგვერდის ელექტრონულ სისტემაში.

სტიპენდიების მიღების მსურველ კანდიდატებს მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე Higher Education Admission Center-ის ვებგვერდზე, აგრეთვე იხილეთ დანართი 1.

 

თარიღი: 15/11/2021