საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 სასწავლო წლისთვის

სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და PhD სტუდენტებს შეუძლიათ ასევე განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ გვერდზე.  ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.

 

სტიპენდიისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტები და PhD სტუდენტები) შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს სილვია ლიპოვსკას (Silvia Lipovská), e-mail: nsp-foreign2@saia.sk , ხოლო აპლიკანტებს (უნივერსიტეტის ლექტორები და მკვლევარები) შეუძლიათ დაუკავშირდნენ სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ონდრეი არადსკის (Ondrej Aradský), e-mail: nsp-foreign@saia.sk

თარიღი: 28/09/2023