საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდიები 2022-2023 სასწავლო წლისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკა, ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

ზემოთხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. მსურველებს ასევე შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 02.09.2022-დან 30.06.2023 -ის ჩათვლით. ენის კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

 

მსურველებს აპლიკაციის ფორმის შევსება შეუძლიათ მიმდინარე წლის 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით. 

 

დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია აქ.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ დაეკონტაქტონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: helpdesk@studyabroad.sk, ან დარეკონ ნომერზე: +421 907 551 404. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში სტუდენტებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე.

თარიღი: 21/03/2022