საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

     

     

    თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ფარგლებში შემავალი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული. მისი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს თსუ–სა და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო–კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებს შორის მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბება, რაც უმრავლეს შემთხვევაში, ერთობლივი პროექტებითა და სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და პროფესორ–მასწავლებლების გაცვლითი პროგრამებით ხორციელდება. შესაბამისად, დეპარტამენტი ერთგვარად მედიატორია, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტი გარესამყაროს უკავშირდება, რაც გლობალიზაციის პირობებში უმაღლესი განათლების ნებისმიერი დაწესებულებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

     

    ჩვენი კომპეტენციაა:

     

    • საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელთა, სამეცნიერო დაწესებულებათა დელეგაციების მიღება–მასპინძლობის ორგანიზება;

     

    • საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება;

     

    • ხელშეკრულების ფარგლებში სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა სტაჟირება–მივლინების ხელშეწყობა;

     

    • უცხოელ სტუდენტთა მომსახურება;

     

    • ქართველ სტუდენტთა მომსახურება, რჩევა–რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით;

     

    • სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა;

     

    • სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება–გავრცელება;

     

    • საქართველოში წარმოდგენილ უცხოურ ორგანიზაციებთან: საელჩოებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა.

     

     

    საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება
    ცვლილება (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს 2021  წლის 26  თებერვლის N1 დისტანციური სხდომის ოქმით)