- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება სტუდენტებს სთავაზობს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს. სოციოლოგია, როგორც დისციპლინა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1920-იანი წლებიდან ისწავლება, ხოლო სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამა 2005 წელს შეიქმნა.
დღეისათვის სოციოლოგიის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები აერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე კვლევით კომპონენტებს. სოციოლოგი სტუდენტები სწავლობენ პროტოსოციოლოგიურ, კლასიკურ, თანამედროვე და პოსტმოდერნულ თეორიებს, ასევე, თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს, რომელთა ფარგლებში სტუდენტები ემპირიული კვლევებს ატარებენ. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ დარგობრივი სოციოლოგიის სხვადასხვა კურსი.
სოციალური მუშაობის განათლების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში პირველად ამ მიმართულებაზე გახდა შესაძლებელი ევროკავშირის „ტემპუს-ტასისის“ პროგრამათა ფინანსური დახმარებით. საგანმანათლებლო პროგრამები იძლევა სისტემურ თეორიულ ცოდნას სოციალური მუშაობის პრაქტიკის შესახებ. სტუდენტები სავალდებულო პრაქტიკას გადიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. სტუდენტები აცნობიერებენ პროფესიული ღირებულებების მნიშვნელობას პლურალისტური საზოგადოების მშენებლობის პროცესში და აქვთ სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის კრიტიკული გააზრების უნარი.