საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებმა Interpreting Europe Conference 2025-ში მიიღეს მონაწილეობა

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაზე "Interpreting Europe Conference 2025", რომელიც ევროკომისიის ორგანიზებით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

კონფერენციის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი თანამედროვე სამყაროში, მისი გავლენა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე, ისევე როგორც, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. ექსპერტებმა განიხილეს AI-ის უახლესი მიღწევები, მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ტექნოლოგიის განვითარებას თან ახლავს.

ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრისათვის მნიშვნელოვანი იყო კონფერენციაში მონაწილეობა, რათა გაგვეზიარებინა გამოცდილება, შეგვესწავლა ევროპული და გლობალური ტენდენციები, და გაგვეღრმავებინა საერთაშორისო თანამშრომლობა.

თარიღი: 17/02/2025