საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უპილოტო საფრენი აპარატები თანამედროვე მსოფლიოში: რეალობა და შესაძლებლობები

TSU Innovation Talks-ის ფარგლებში 2025 წლის 13 მაისს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი უმასპინძლებს ავიასპეციალისტსა და კონსტრუქტორს დიმიტრი პატარაიას. საჯარო ლექციის თემა: „უპილოტო საფრენი აპარატები თანამედროვე მსოფლიოში: რეალობა და შესაძლებლობები“

ლექციაზე გაეცნობით შემდეგ თემებს:

  • უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების ეტაპების - ისტორიული მიმოხილვა;
  • უპილოტო საფრენი აპარატების კლასიფიცირება ფუნქციური და ტექნიკური ნიშნების მიხედვით;
  • უპილოტო საფრენი აპარატების როლი სამხედრო და სამოქალაქო სექტორებში;
  • თანამედროვე ტექნოლოგიური, რეგულაციური და ეთიკური გამოწვევები უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებაში;
  • ხელოვნური ინტელექტისა და უპილოტო ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
  • უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

📌 დასწრება თავისუფალია!

ℹ️ რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://forms.gle/WdFtnPbunc48Rmh59

📅 თარიღი: 13 მაისი
⏰ დრო: 17:00
📍ადგილმდებარეობა: თსუ X (მაღლივი) კორპუსი, III სართული, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი

გელოდებით! 🚀✨

ლექციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.   

თარიღი: 08/05/2025