საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №2
2025 წლის 5 მაისი , 17  საათი
თსუ, პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


სავარაუდო დღის წესრიგი:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ტოლერანტობის საერთაშორისო საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2023 წლის 30 ოქტომბრის № 104/2023 დადგენილების დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი: ინგა ზამბახიძე);
2. “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №63/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” აკადემიური საბჭოს 2025 წლის 31 მარტის №18/2025 დადგენილების დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი: ზურაბ შენგელია);
3. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 ნოემბრის №134/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” აკადემიური საბჭოს 2025 წლის 31 მარტის №15/2025 დადგენილების დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი: გიორგი ლომინაძე);
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ლოკაციებზე, ქ. თბილისსა (ს/კ 01.14.04.028.018) და ქ. ქუთაისში (ს/კ 03.05.02.452) არსებული ფართების, დადგენილი წესით,  5 წლის ვადით, იჯარის ფორმით გაცემის შესახებ, ვენდინგისა და ყავის აპარატების განთავსების მიზნით (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 01.14.06.006.133, ნაკვეთი 06/20) 1007 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის, 10 წლის ვადით,  დადგენილი წესით, იჯარის ფორმით გაცემის შესახებ, სასაწყობო მეურნეობის მოწყობის მიზნით (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
6. ქ. თბილისში, მ. ალექსიძის II შესახვევი №1-3-ში (ს.კ. 01.10.13.040.136) მდებარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის პირველი სართულის ფოიეს მარჯვენა მხარეს არსებულ  69,6 კვ.მ. ფართზე, მსუბუქი კონსტრუქციის კაფის მოწყობის (მზა პროდუქციის შემოტანა-გაყიდვა), ამავე შენობის პირველ სართულზე არსებული სასადილოს ნაწილის მომიჯნავედ მდებარე დამხმარე ფართზე, სულ 49,25 კვ.მ. სამზარეულოს მოწყობის და სასადილოს მიმდებარე ეზოს ტერიტორიაზე 40კვ.მ (8x5) ფართზე, ღია კაფის მოწყობის მიზნით,  5 წლის ვადით,  დადგენილი წესით,  ფართების იჯარის ფორმით გაცემისა და მათი ერთ ლოტად გამოცხადების შესახებ, საზოგადოებრივი კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
7. ქ. თბილისში მ. ალექსიძის II შესახვევი №1-3-ში (ს.კ. 01.10.13.040.136), მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის პირველი სართულის ფოიეს მარცხენა მხარეს 5 (ხუთი) კვ.მ. ფართის, დადგენილი წესით, 5 წლის ვადით, იჯარის ფორმით გაცემის შესახებ  მსუბუქი კონსტრუქციის წიგნის მაღაზიის მოწყობის მიზნით (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
8. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისთვის სტატუსის შეწყვეტისა და უფლებამოსილების ცნობის საკითხი (მომხსენებელი: გიორგი ოქიტაშვილი).