„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 24 ივნისის N33 ბრძანების 1.2 პუნქტით განსაზღვრულ ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის კომისიის შემადგენლობაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ჩემდეგი რედაქციით
ანგლისტიკა:
ა) მანანა რუსიეშვილი – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) მანანა გელაშვილი - პროფესორი
გ) გიორგი ყუფარაძე – ასოცირებული პროფესორი
დ) რუსუდან დოლიძე – ასოცირებული პროფესორი
ე) ნათია ნემსაძე - ასოცირებული პროფესორი
ვ) ნინო დარასელია – ასოცირებული პროფესორი
ზ) ირინა გველესიანი - ასოცირებული პროფესორი
თ) თინათინ მარგალიტაძე – ასოცირებული პროფესორი
ი) ლია ყავლაშვილი – კომისიის მდივანი
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე